„დროას“ ზუგდიდის ოფისიდან საპროტესტო ბანერი გამოფინეს


  • დღეს, პარტია “დროას” ზუგდიდის ოფისმა საპროტესტო ბანერი გააკრა. “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები გააპროტესტა. ბანერი მალევე ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ჩამოხსნეს.

“მდგომარეობა ძალიან კომიკურია. ბანერის გაკვრისთვის ერთ გოგოს მომიქსიეს 30-მდე პოლიციელი და ცდილობდნენ ჩემი ოფისის კარის შემონგრევას. ბუნებრივია მათ ამ ბანერის შინაარსი არ მოეწონებოდათ და მათ ველოდი, მაგრამ არ ველოდი ამ რაოდენობის პოლიციას ბანერის ჩამოსახსნელად და შემდეგ წასაღებად…. მე მგონია, რომ მათ დავალება შეასრულეს, იმიტომ რომ აქ სხვა შინაარსის ბანერი, რომ ყოფილიყო და არა ეს, დარჩებოდა აქ დიდი ხანი. ჩვენ ადრეც გავაკარით აქ სხვა შინაარსის ბანერი და აქ ეკიდა დიდი ხანი”, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.