ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეგობარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყოფა. გამოყოფილი თანხა გათვალისწინებული იქნება უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების შესაძენად.

“აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს, შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველვყოფთ”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 599 62 65 61, ზუგდიდის მერია – 591 445 418.

პუნქტი გახსნილი იქნება შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი – სპორტის სასახლე, მის: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. 222


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!