დონალდ ტრამპი-ვაშინგტონში დიდი საპროტესტო მსვლელობა 6 იანვარს დაიწყება

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეების მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც იგი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, შეკრება 6 იანვარს იგეგმება.

“დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შევაჩეროთ მოპარვა”, – წერს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 3 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ 6 იანვარს დაგეგმილ აქციაზე არჩევნების გაყალბების შესახებ დიდი რაოდენობით მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი და აღნიშნავს, რომ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.