საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 169 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 220 442 გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა  2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 868, PCR ტესტით – 927.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, ხოლო კოვიდსასტუმროში – 840.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine + 20 =

Akismet ანტისპამი