დიმა ხურცია არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა


  • დიმა ხურცია ჩაირიცხა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Arizona State University), ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით (გენეტიკა, უჯრედული და განვითარების ბიოლოგია).

დიმა, აფხაზეთიდან დევნილი გახლავთ. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ გადატანილმა სირთულეებმა, უკეთესი მომავლის რწმენამ ასწავლა, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად რთულია, თუმცა შრომა, ცოდნისკენ სწრაფვა და მონდომება საბოლოოდ შედეგს ყოველთვის იძლევა.

დიმა ხურცია: “ზუგდიდის №3 საჯარო სკოლა წარმატებით დავამთავრე, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2019 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, რამაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი შესაძლებლობების დასაწყისი გახადა. გასული წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცდა ჩავაბარე და სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის არაერთი უნივერსიტეტი განვიხილე. საბოლოოდ, 2026 წლის 1 ივნისს ჩავირიცხე არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Arizona State University), ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით (გენეტიკა, უჯრედული და განვითარების ბიოლოგია). ეს მიღწევა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ამერიკაში სწავლაზე და მაღალი ხარისხის განათლების მიღებაზე. უდიდესი მოტივაცია ჩემი განათლებისა და პროფესიული განვითარების გზაზე ჩემი ოჯახი და მეგობრები იყვნენ, რომელთა მუდმივი მხარდაჭერა ძალას მაძლევდა, რომ არასოდეს დავნებებულიყავი და ჩემი მიზნებისკენ თავდაჯერებით მევლო.

როგორც აღვნიშნე, მე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი ვარ. გადატანილმა სირთულეებმა უკეთესი მომავლის რწმენამ მასწავლა, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად რთულია, თუმცა შრომა, ცოდნისკენ სწრაფვა და მონდომება საბოლოოდ შედეგს ყოველთვის იძლევა. დღეს, როდესაც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება რეალობად იქცა, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე მხარში დამიდგა. ეს მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისია და მჯერა, რომ მიღებული ცოდნით მომავალში კიდევ უფრო დიდი მიზნების განხორციელებას შევძლებ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 4 =

Akismet ანტისპამი