დიდი სტუმრიანობა ზუგდიდში


დღეს დიდი სტუმრიანობა იყო ზუგდიდში,-გიმნაზია “ჯიჯი”-ის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობისა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორ ლევან შონიას ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ. პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების პარალელურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს დაეთმო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, იგეგმება სამეგრელოს რეგიონში ტრადიციული და პერსპექტიული კულტურების განვითარება, რაც მათი უწყების მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა რომ ანაკლიის პროექტი იქნება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის, არამედ მთელი საქართველოს მომავალი განვითარების ორთქმავალი. 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!