საახალწლო საჩუქრები საბავშვო ბაღებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრმა, წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქრები გადასცა საბავშვო ბაღებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ აღნიშნა ,,ზუგდიდელებთან” საუბარში, მუნიციპალიტეტის 43 საბავშვო ბაღს გადაეცა დგამ-ავეჯი  საჭიროების მიხედვით,  მოხდა ჯამ-ჭურჭელის და ხორც-საკეპების გადაცემაც.  მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა საახალწლოდ მიიღეს  11 დასახელების სათამაშოც.

1800-მდე აღსაზრდელს გადაეცა საახალწლო ტკბილეული.

43-ე საბავშვო ბაღს გადაეცემა 18-მდე დასახელების ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, უოლტ დისნეის ზღაპრების ტომეული.   მომავალ წლიდან, დაგეგმილია ტელმანის საბავშვო ბაღის გახსნა. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს რამდენიმე ბაღის აშენებას. კერძოდ კი, საბავშვო ბაღები აშენდება რუხში, ახალკახათში, ახალაბასთუმანში, შამგონაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!