დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პასუხი ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს

  • ზუგდიდის ოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილეების პროტესტის საპასუხოდ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში “ზუგდიდელებს” განუცხადეს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

“ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე, მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი, კიდევ ორი ნგრევადი შენობა დაიხურა” .-განაცხადეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში კარავია მოწყობილი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი: ქეთევან ინალიშვილი, ჯემალ ბაძაღუა, ინეზა კვანტალიანი და ნანული ბენია მეთერთმეტე დღეა შიმშილობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.