დევნილები აპროტესტებენ?


 იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოს  ხელმძღვანელად ელდარ ღურწკაია დაინიშნა. ელდარ ღურწკაია დაიბადა აფხაზეთში, გალის რაიონში.  პროფესიით ეკონომისტია. სხვადასხვა დროს, მუშაობდა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში სხვადსხვა თანამდებობებზე. სწორედ, მის ბიოგრაფიაში არსებული ამ ფურცლების გამო, ღურწკაიას ამ თანამდებობაზე დანიშვნის გაპროტესტებას აპირებს დევნილთა ერთი ჯგუფი. ისინი ამბობენ, რომ ღურწკაიას, მისი წარსულის გამო, არ აქვს უფლება ისევ დაიკავოს  ის თანამდებობა, საიდანაც ის,  თავის დროზე, გაათავისუფლეს.  მათი აზრით, ამ პოსტზე  ამ ხელისუფლებისგან ღურწკაიას დანიშვნა, დევნილების იმედის გაცრუებაა.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.