დევნილების შიმშილობის მერვე დღე


შიმშილობის მერვე დღეს ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა დევნილებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ და შიმშილობენ, მოთხოვნების ერთ-ერთი მუხლი – დევნილთა სამინისტროს სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ, შეცვალეს მოთხოვნით, რომ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა ჩამოვიდეს ზუგდიდში და შეხვდეს მათ.

მოშიმშილე დევნილები შაბათს დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ მოინახულა. მან უთხრა დევნილებს, რომ სამინისტრო წუხს მოშიმშილეთა მდგომარეობის გამო, რომ შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება შიმშილობისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. მანუჩარ ჩილაჩავა შეჰპირდა აქციის მონაწილეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიაწოდა ინფორმაცია, რომ სოცილურად დაუცველის სტატუსი ძალიან მალე აღუდგებათ. გარდა ამისა, დაჰპირდა ერთჯერად დახმარებებს.

დევნილმა ქეთევან ჯობავამ “ზუგდიდელები.გე”-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, დღეს შეშით მოამარაგა ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!