“დედამიწის კვირეულის” ფარგლებში, დღეს, ქალაქის მასშტაბით, დასუფთავების აქია მოეწყო. აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქის პირველები, საჯარო მოხელეები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
დილიდანვე „დასუფთავების ცენტრის’’ მიერ, გაიწმინდა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მდინარეები, ღელეები, ნაკადულები, წყალსაწრეტი არხები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლი.