დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია. ზუგდიდის #67 საოლქო–საარჩევნო კომისიის ინფორმაციით რეგისტრირებულია მერობის 16 მსურველი. აქედან სამი კანდიდატი არის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, დანარჩენი კი პოლიტიკური პარტიების. კანდიდატებს შორის არის ოთხი ქალბატონი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება 2019 წლის 19 მაისს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები დანისვნა საწირო გახდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს არჩეულ მერს, ლაშა გოგიას “ქართული ოცნებიდან”, უფლებამოსილება შეუწყდა.