მომავალ შეხვედრამდე “ექო–თოფუზი”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციური ფილმების ფესტივალის”ექო-თოფუზის” დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. სასახლის ფოიეში, გაიმართა “ბარაბნების შოუ”. ანიმაციური გმირების კოსტიუმებში ჩაცმულმა მსახიობებმა, ბავშვებთან ერთად, მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, მოაწყვეს თეატრალიზირებული მსვლელობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა “ქართული ანიმაციის ისტორია”, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფესტივალის საჩუქრებით.

ღონისძიების ბოლოს, ნაჩვენები იქნა, ფესტივალ “თოფუზი 2018”-ის საუკეთესო ახალი ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმები. ქართული ანიმაციური ფილმები მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.

სტუმრებს მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები.

ანიმაციის განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერმა, ანი კეჭაძემ განაცხადა: “ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” სტუმრობს ზუგდიდს. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გვქონდა რიგით მეოთხე ფესტივალი. ფესტივალის პირველ დღეს, ჩატარდა ვორქშოპი, სადაც მონაწილეობა მიიღეს 15-ზე მეტმა მოზარდმა, გააკეთეს ანიმაციური ფილმი რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით. წელს, დავნერგეთ ახალი მეთოდები და მოზარდებმა შექმნეს ანიმაციური ფილმი, რომელშიც გამოიყენეს Stop Motion და 2D ანიმაციის ტექნიკა. დღეს, ღონისძიების მეორე დღეა. გაიმართა ფილმების ჩვენება. სტუმრებმა იხილეს უახლესი ქართული ანიმაციური ფილმები, ასევე გაიმართა უცხოური, საუკეთესო ანიმაციური ფილმების ჩვენება, რომლებმაც ჩვენს ფესტივალზე აიღეს პრიზები. ფილმი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ანიმაციური ფილმების მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზი”, საკონკურსო პროგრამაში “ექო-თოფფუზი”. რომელიც გაიმართება ბათუმში”.
ფესტივალის მიზანია, საქართველოში ანიმაციის დარგის პოპულარიზაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!