- 27-29 მარტს სამეგრელოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ადამიანები, ვისთანაც სამეგრელოში ყოფნის დროს მამაკაცს პირველადი უშუალო კავშირი ქონდა საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
სამეგრელო ზემო-სვაენეთის პრსსამსახურის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა პირველადი კონტაქტის მქონე 23 პიროვნება გამოიკვლეს, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში მოათავსეს.
კარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გააკონტროლებენ. პირები ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო კავშირი არ ქონია ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში რჩებიან, მათ მედიკოსები დააკვირდებიან.