- ზუგდიდელი დავით ქირიას ბრძოლა 15 წლუს შემდეგ ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. 7 დეკემბერს გამართულმა ბრძოლამ Striking MMA-ში ჩემპიონის ქამრისთვის პორტუგალიელ ლუკას კარლოს და სილვასთან მას ჩემპიონობა მოუტანა.
სპორტსმენი, თავის პირად გვერდზე წერს:
“დიდი მადლობა ყველას მე-4 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში. მეგობრებო, მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნათელი მომავალი მხოლოდ ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარებას და ახლოს ყოფნას შეუძლია უზრუნველჰყოს. სხვა გზა ჩვენ ისტორიულად არ გვქონია და არც გვექნება. იმედი მაქვს ასე იქნება და ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში სადაც მშვიდობა დაისადგურებს.”-წერს სპორტსმენი.
: