“დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო”


  • დასუფთავების კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო”- ს ფარგლებში, 17-18 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე 48 სასოფლო- ტერიტორიულ ერთეულში ჩატარდა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებული იქნა 20 ჰექტარზე მეტი ფართობი. ნაგავსაყრელში გაიზიდა 130 მ 3 – ზე მეტი მყარი ნარჩენი.

უწყების ცნობით, დასუფთავდა ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მდებარე პარკები, სკვერები, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და ქუჩები, მათ შორის გულუას სახელობის პარკი, ი. მეუნარგიას სახელობის სკვერი, ვეტერანთა ხეივანი, გამსახურდიას, მესხიას და სანკტ-პეტერბურგის ქუჩები, შავი ზღვის ანაკლია – განმუხურის სანაპირო ზოლი, 48 სასოფლო-ტერიტორიული ერთეულის ცენტრები და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!