დადიანების სასახლეში ჩატარდა კონფერენცია “ცხენოსნობა სამეგრელოში“


  • დღეს, დადიანების სასახლეში ჩატარდა თეორიული კონფერენცია თემაზე “ცხენოსნობა სამეგრელოში“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მუზეუმის დირექტორმა ანზორ ოყუჯავამ, მუზეუმის თანამშრომლებმა – მარინა ქობალიამ, ნაზიბროლა ქორთუამ, სვეტლანა მიქავამ, ნანა აბულაძემ და ზუგდიდის სპორტის მუზეუმის წამყვანმა სპეციალისტმა, როლანდ მაქაცარიამ, შემდეგი თემებით – ,,სამეგრელოს რეგიონში საცხენოსნო სპორტის პოპულარიზაცია“, ,,საცხენოსნო სპორტი სამეგრელოში“, ,,სახელოვანი ზუგდიდელი მხედრები“, ,,ცხენის კულტი და ცხენოსნობა სამეგრელოში“, ,,მარულა და ნადირობა მე-19 საუკუნის სამეგრელოში“ და ,,ცხენის როლი სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაში“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − twenty =

Akismet ანტისპამი