დადიანების სასახლეში დაცულ უნიკალურ ლუსკუმას რესტავრაცია ჩაუტარდა


  • დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი კალანდიას ინფორმაციით, დადიანების სასახლეში დაცულ უნიკალურ ლუსკუმას რესტავრაცია ჩაუტარდა.

“კიდევ ერთი სასიხარულო და საამაყო ამბავი ზუგდიდის დადიანების სასახლიდან. თქვენს წინაშეა უნიკალური მოოქრული სიწმინდეების ლუსკუმა, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით რესტავრაცია ჩაუტარდა. ძვირფასი რელიკვია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეუსაბამო პირობებში ინახებოდა და მუზეუმის ახალმა ადმინისტრაციამ ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად ამ სიწმინდის მოვლა და სათანადო პირობებში დაცვა დაისახა. სწორედ ამ მიზნით მუზეუმის დირექტორის დავით ოყუჯავას და ეთნოგრაფიის ფონდის მცველის ლალი ჭითანავას ინიციატივითა და აქტიური ხელშეწყობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამუზეუმო ნივთი ხელოვნების სასახლეს საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის გადაეცა.

რესტავრაციის პროცესში რესტავრატორმა ანდრეი ნაზარენკომ სრულად გაწმინდა და აღადგინა ლუსკუმის მოოქრული ზედაპირი, გაამაგრა ძვირფასი მხატვრობა, მოოქროვება, ხის გრავირების დეტალები და ა.შ. ლუსკუმა სამეგრელოში დადიანებისათვის კიევო პეჩორის ლავრიდან უნდა გამოეგზავნათ, მასში სხვა სიწმინდეებთან ერთად წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები დღემდეა დაცული… სიწმინდე ზუგდიდის დადიანების სასახლეს უკვე დაუბრუნდა, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე”.-წერს სოციალურ ქსელში დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!