დადიანების მუზეუმს ახალი დირექტორი ჰყავს-ანზორ ოყუჯავა


  • დადიანების სასახლის ინფორმაციით, ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად ანზორ ოყუჯავა დაინიშნა.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 5 ივლისის № 00012844 ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად ანზორ ოყუჯავა დაინიშნა.

ოყუჯავას კანდიდატურა სამინისტროს, ამავე მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭომ წარუდგინა (თავმჯდომარე: ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია).

მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის დანიშვნა და სტრატეგიული განვითარების საბჭოს მუშაობა მიზნად ისახავს ზუგდიდის დადიანების სასახლეებში სამუზეუმო ცხოვრების გააქტიურებას, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მუზეუმის ევროპულ კულტურულ და სამუზეუმო სტრუქტურებში გაწევრიანებას, აქ დაცული საგანძურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებას და დონორების მოზიდვას.

პარალელურად ნიკო დადიანისეულ სასახლეში იწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის შედეგადაც ევროპელი ექსპერტების ჩართულობით დაიწყება ახალი საექსპოზიციო გეგმის შემუშავება, ასევე მოხდება სატესტო რეჟიმში გამოყენებული სარესტავრაციო მასალების შემოწმება და ტესტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება, ამ პროცესის განსახორციელებლად სასახლეში დაიდგმება დროებითი ხარაჩოები.

შენობაში მიმდინარე რეაბილიტაციის მეორე ეტაპს სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ამასთანავე მუზეუმის ახალი დირექტორი 4 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს სამუზეუმო ფონდების სრულ ინვენტარიზაციას, რაც სიძველეთსაცავში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ამავე პერიოდში, სტრატეგიული განვითარების საბჭო მოამზადებს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სამოქმედო პროგრამას და ახალ დებულებას”.-ნათქვამია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!