“მაჭყუდია დედოფალას ისტორია – პირველი ქართული სათამაშოები“


  • 21 მარტი – მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა. თოჯინების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივა ეკუთვნის ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს, რომლის წინადადება 2000 წელს UNIMA-ს XVIII კონგრესზე დამტკიცდა, რის შედეგადაც 21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

თოჯინები საუკუნეების განმავლობაში იცვლიდნენ როლს – თავდაპირველად რიტუალური და დამცველობითი ფუნქცია ჰქონდათ, შემდეგ კი ბავშვების საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად, დადიანების მუზეუმი გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – “მაჭყუდია დედოფალას ისტორია – პირველი ქართული სათამაშოები”.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).

  • ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
  • პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
  • დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
  • ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + seven =

Akismet ანტისპამი