დადიანების მუზეუმი 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით იხურება


  • დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კოვიდ-19. მუზეუმის დირექციამ უსაფრთხოების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით მუზეუმი დროებით დაიხურება დამთვალიერებელთათვის.

4 თებერვლიდან, დედოფლისეული და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე ღია იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!”-აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.