- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ.
18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ტაიმებს შორის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მუსიკალური ბენდი “ბოლო ოთახი”-ს ახალი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ახალგაზრდები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ,,ოდიშის” მაისურებით უქომაგებენ ეროვნულ ნაკრებს. იქნება სახის მოხატვა.
“საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. ფეხბურთის გულშემატკივრებს გიწვევთ ევრო 2024 ის მატჩების დიდ ეკრანზე საყურებლად. ერთად ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.