- საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების პრეზენტაცია და სემინარი “გრიპის პროფილაქტიკა” გამართეს.
სემინარს სკოლის მოსწავლეები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.