ახალი ჩინური ვირუსი


  • ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში.
აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ;
მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;

  • ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხლებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.

ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ვუჰანიდან პეკინში ჩასულ ორ ადამიანს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობენ, პნევმონია კი ახალ ვირუსთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ ვირუსზე მკურნალობს 66 წლის მამაკაცი ქალაქ შენჟენში, რომელიც ინფიცირებამდე საკუთარი ნათესავებს ქალაქ ვუჰანში სტუმრობდა.
გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთს გარეთ, ოთხივე მათგანს ჰქონდა შეხება ადამიანებთან ქალაქ ვუჰანიდან ან თავად ესტუმრნენ ქალაქს.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, კორეაში მყოფ 35 წლის ჩინელ ქალს აწუხებს მძიმე გაციება და რესპირატორული პრობლემები ვუჰანში მოგზაურობის შემდეგ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ამჟამად მოგზაურობისას და ვაჭრობისას აკრძალვების დაწესება არ არის რეკომენდირებული, თუმცა ორგანიზაცია აწვდის გაიდლაინებს იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი შანსია.
სინგაპურის, ჰონგ კონგის და ტოკიოს აეროპორტებში ამოწმებენ მგზავრებს ვუჰანიდან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე გაატარა იგივე ღონისძიებები სამ მთავარ – სან ფრანცისკოს, ლოს ანჯელესის და ნიუ იორკის აეროპორტებში.
ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ვუჰანის აეროპორტში, ერთ-ერთ თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ამოწმებენ მგზავრებს ახალი ვირუსის სიმპტომებზე.
ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიამ, გამოაცხადა, რომ ვირუსი ჯერ კიდევ პრევენცირებადი და კონტროლირებადია. მათი განმარტებით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელების შემთხვევა.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ახლო კონტაქტის შედეგად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!