- ზუგდიდელი მოჭადრაკე გრიგოლ ბეჭვაია (რეიტინგი 1897) 2100-მდე რეიტინგ კატეგორიაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
12–16 ნოემბერს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გრიგოლმა 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღნიშნული შედეგით მან FIDE-ს რეიტინგი 45.6 პუნქტით გაიუმჯობესა.
ჩემპიონატი ჭადრაკში 2100-მდე და 1700-მდე რეიტინგ კატეგორიებს შორის გაიმართა.
