- ზუგდიდელი ძალოსანი გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია. მან ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გოგა ჯაჯვანმა (89 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში 151 / 156 კგ. დაძლია, ოქროს მედალი დაისაკუთრა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ჯაჯვანმა აკვრაში დაძლეული 181 / 185 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 341 კილოგრამით კიდევ 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.