გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა


  • გიორგი კალანდია, წარმოშობით ზუგდიდელი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების ორდენი გადაეცა.

“მადლობა უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის ძვირფას ხალხს! მადლობა ხელოვნების სასახლის ბრწყინვალე გუნდს, ეს მათი ჯილდოა! მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს კულტურის მინისტრს ჩემი მოკრძალებული საქმიანობის ასეთი დაფასებისათვის! ეს ჯილდო ავანსია, მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო.”-წერს გიორგი კალანდია “ფეისბუქში”.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!