ბიბლიოთეკაში გიორგი ზარქუას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


  • საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში ჩატარდა ახალგაზრდა პოეტის გიორგი ზარქუას  წიგნის პრეზენტაცია. “მე აღსარებას ვაბარებ ლექსებს…“ -ეს გახლავთ გიორგი ზარქუას პირველი პოეტური კრებული.   

გიორგი ზარქუა: -“დღეს, ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკის დირექტორს ბესიკ არახამიას, ჩემს მომწვევს, დარეჯან გარდავას და ზოგადად ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს. მადლობა მთლიანად ქალაქს, უამრავი სითბო მივიღე. ჩემს კრებულში ჩაეტია ჩემი ცხოვრების 26 წელიწადი. ჩემი წიგნის რედაქტორი გახლავთ შესანიშნავი პოეტი და მთარგმნელი ია კოროშინაძე.”

საუბარი ჩაიწერა მარიამ კუტალიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.