მარიამ ქუთელია-გვირილების ზღვით ცისკენ


ერთი პატიოსანი და დაფასებული, იმავდროულად ტკივილიანი ზუგდიდური ოჯახის ქალიშვილი მარიამ ქუთელია, – გოგონა, რომელიც ყველანაირად ეხმიანებოდა ახალი საქართველოს მაჯისცემას,- ხატავდა, წერდა, მღეროდა, ცეკვავდა, წარმატებულად სწავლობდა და მალე ჩეხეთისკენ გაუდგებოდა გზას კვალიფიკაციის ასამაღლებლად,13 ივნისს, გაბრაზებულმა ვერემ მოულოდნელად ჩაითრია, ჩაილეწა და ჩაიწურა. გვირილები უყვარდაო და გვირილების ზღვით გაცურა ცისკენ. უამრავი ადამიანი გამოეთხოვა დადიანების კარის ეკლესიაში მოწიწებით დაბრძანებულს. მამა ამბროსიმ მღვდლისთვის სიკვდილთნ უჩვეულო გულჩვილობით, ლამის ცრემლებში  აღასრულა დილის წირვა და აზიარა ჭირისუფალი. მარიამს სათითაოდ გამოეთხოვნენ ზუგდიდელები, თბილისელები,  ხელისუფალნი და არახელისუფალნი, სასულიერო პირები, ნაცნობები, უცნობები,-დღეს ყველა მისი ჭირისუფალი იყო ზუგდიდში, დღეს ის ყველას შვილი და და იყო,- საამაყო, სასახელო.

13 ივნისს თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულები დღეს დაკრძალეს. ჯერ კიდევ იძებნება სამი მოქალაქე.

,,წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!