დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნა. მიღებული დებულება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა დამტკიცებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატალია პაპასკირმა აღნიშნა , რომ მუნიციპალიტეტმა, როცა დებულება შეიმუშავა იხელმძღვანელა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამოცდილებით, სადაც აქტიურად მუშაოებენ გენდერული თანასწორობის მიმართულებით“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9YnNk2Z8o78[/embedyt]
მისი თქმით, საბჭოს შეუძლია მოკლე დროში თავისი სიტყვა თქვას. საბჭო შესდგება არანაკლებ 9 წევრისგან, მას უხელმძრვანელებს საკრებულოს თავმჯდომარე. საბჭოს შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს დეპუტატი გიორგი კუკავა. „მაგისი აუცილებლობა ჩვენში არ არის, ეს უბრალოდ ვიღაცეებისთვის რევერანსია“