გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ აქცია გამართეს


ანაკლიაში ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ აქცია გამართეს. გაუჩინარებულის მშობლებს პლაკატები ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: “დაკარგული გოგიტა აბულაძის მშობლებს ხუთი წელია გვატყუებენ, დღევანდელი მთავრობა სუსი, შსს, პროკურატურა, გამომძიებლები, ერთი მართალი სიტყვა არ გაიმეტეს. გამწარებული დედ-მამისთვის”, “სირცხვილი თქვენ დღევანდელო უღირსო მთავრობავ, რადგან მალხაზ პაჭკორია დღესაც თქვენ წრეში ტრიალებს”, “ეს არის მალხაზი პაჭკორია. მკვლელი და გამქრობი გოგიტა აბულაძესი”. გაუჩინარებულის მშობლები ითხოვენ საქმის დროულ გამოძიებას და გარკვევას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!