განათლების, სპორტის და კულტურის მუშაკები მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ უფასოდ ისარგებლებენ

  • მიმდინარე წელსაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა გიგლა სულამანიძემ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ პროგრამით სარგებლობდა დაახლოებით სამი ათას სამასამდე ადამიანი, რომელიც დასაქმებულია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში. როგორც ბატონმა გიგლამ გვითხრა, იგივე სერვისით ისარგებლებენ, ისინი მიმდინარე სასწავლო წელსაც.  “ახლა, მიმდინარეობს პროგრამის განახლება. სიები უნდა წარმოადგინოს ყველა ბენეფიციარმა. პროგრამა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და გაგრძელდება წლის ბოლომდე”.

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.