განათლების მინისტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, საგამოცდო ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.

ქალაქ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში რეგისტრირებულია 1500-მდე აბიტურიენტი.

2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 17 =

Akismet ანტისპამი