“გაზაფხული დადიანებში”


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში იწყება საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის მიზანია მუზეუმების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა „გაზაფხული დადიანებში“- მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას გაზაფხულზე.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან გაზაფხულის სურათებს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!