უკრაინული მედია – საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა


  • რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლუგანსკის ოლქში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, -უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის შერყევა მიიღო. ამასთან, გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც და დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში სასწრაფოდ გადაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!