ზუგდიდის მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე, წარსდგნენ სასახლის შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელები. “გავუღიმოთ ერთმანეთს” ასე ერქვა კონცერტს, რომელმაც დარბაზში მყოფი არცერთი ადამიანი არ დატოვა გულგრილი პატარების შემოქმედებისადმი.