გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს


  • გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და თავიანთი ძალისხმევა კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებზე მიმართონ.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცეცხლის სულ მცირე 90-დღიანი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას კორონავირუსის ეპიდემიის დროს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია არ ითვალისწინებს ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას.

ხმის მიცემის პროცედურა ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!