პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან


  • ცნობილია, რომ ჩვენს თავის ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.

“პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში ეს პროცესი ვიხილეთ”, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგი ხაიმე გრუცენდლერი.

გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც, ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.

ჯგუფი ფოკუსირებული იყო გლიურ უჯრედებზე, რომლებიც ტვინში დასუფთავების სამუშაოს ატარებენ; აპოპტოზისათვის (უჯრედის სიკვდილი) მათ მიზანში ამოიღეს ტვინის ერთი უჯრედი, რისთვისაც ტექნოლოგია 2Phatal-ი გამოიყენეს და მანათობელი მარკერებით მიჰყვნენ გლიური უჯრედების გზას.

“ტვინზე ჩაქუჩის დარტყმისა და ათასობით უჯრედის დახოცვის ნაცვლად, მოვახდინეთ ერთი უჯრედის სიკვდილის სტიმულირება, რისი საშუალებითაც შევისწავლეთ, რა ხდება, როცა უჯრედი სიკვდილს იწყებს და ვუყურეთ, როგორ არის ამ პროცესში ჩართული სხვა მრავალი უჯრედი”, — ამბობს გრუტცენდლერი.

მისივე თქმით, ამის გაკეთება აქამდე შესაძლებელი არ იყო, მაგრამ ამჯერად, ეს პროცესი დიდი სიზუსტით იხილეს.

აღმოჩნდა, რომ მკვდარი უჯრედის მოშორების პროცესში ძლიერ კოორდინირებულად იყო ჩართული გლიური უჯრედების სამი ტიპი — მიკროგლია, ასტროციტი და NG2 უჯრედები; მათ მოაშორეს მკვდარი ნეირონი და გაწყვიტეს მათი რაიმე კავშირი ტვინის დანარჩენ ნაწილთან. მკვლევრები დააკვირდნენ, რომ ერთმა მიკროგლიამ ნეირონის სხეული და მისი მთავარი განშტოებები (დენდრიტები) შთანთქა, ასტროციტებმა კი მოსპეს პატარა, შემაერთებელი დენდრიტები. მკვლევართა აზრით, NG2 უჯრედებმა კი არ დაუშვა მკვდარი უჯრედის ნარჩენების გავრცელება.

კვკევუს კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ მკვდარი ნერვული უჯრედების მოსუფთავებაში ნაკლებად ეფექტიანი იყო ასაკოვანი თაგვების ტვინი, მიუხედავად იმისა, რომ მომსუფთავებელმა უჯრედებმა იცოდნენ იქ არსებული მკვდარი უჯრედების შესახებ.

ეს კი ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა სამომავლო კვლევისთვის, რამაც შეიძლება, მეცნიერებს ახალი ცნობები მიაწოდოს იმის შესახებ, როგორ იწყებს ასაკოვანი ტვინი წარუმატებლობას სხვადასხვა მხრივ, როდესაც მოსუფთავების სერვისი ნელდება ან საერთოდ წყდება.

„ტვინის დაავადებების დროს უჯრედების სიკვდილი საკმაოდ გავრცელებულია. ამ პროცესის უკეთ ცოდნა ახალ ცნობებს მოგვაწვდის იმის შესახებ, როგორ აღმოვფხვრათ უჯრედის სიკვდილი სხვადასხვა ტრავმებით დაზიანებულ თავის ტვინში“, — ამბობს იელის მედიცინის სკოლის ნევროლოგი აიემისი დემისა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია medicine.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!