გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი-ზუგდიდელი ექიმების აქცია


  • დღეს, ზუგდიდელი ექიმების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა.

“მე მინდა მივმართო არა ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც ახლა დგას მურმან ყრუს პოზაში. მინდა მივმართო საქართველოს თითოელ მოქალაქეებს, საბოლოოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ცხვრის ფარა და გამოვიდეთ ქუჩაში არა მხოლოდ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ ჩვენი მომავლის გადასარჩენად. მინდა მივმართო ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არ ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ყველამ უნდა გაიაზროს ის, რომ სააკაშვილის სიკვდილი არ გამოადგება ჩვენი ქვეყანის მომავალს და საბოლოოდ დაასამარებს ჩვენს მომავალს. ერთხელ ჩვენ დავუშვით დიდი შეცდომა 30 წლის წინ, არ შეიძლება მეორედ ამ შეცდომის გამეორება. ვითხოვთ მის გადაყვანას უცხოეთში. სპეციალისტებმა თქვეს, რომ არ არის საქართველოში მისი მკურნალობა შესაძლებელი”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ექიმმა მალხაზ ჯალარონიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.