გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

  • სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.