ირაკლი ღარიბაშვილი-ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმრტებით, გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.

„მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს ვითარებას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც იზრდება. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!