დღეს, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, ელჩი და გუბერნატორის მოადგილე სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ გამოფენას, მაცი ხორავას სახელობის არტ-გალერეაში დაესწრნენ, სადაც ბულგარეთის ელჩმა და გუბერნატორის მოადგილემ ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის. მისი თქმით, დაგეგმილი აქვთ არაერთი კულტურული ღონისძიება, პრეზენტაცია სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყეს. „ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები დემოკრატიის მხარდასაჭერად. გუბერნატორის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც რეგიონს გააჩნია. ვისაუბრეთ ასევე, მომავალ თანამშროლობაზე ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. საქართველო წამყვანი ქვეყანაა, აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები.“ მისი თქმით, საქართველოსთვის ყყველაზე დიდი მიღწევა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაა.
გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ელჩს გააცნეს რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და მიღწევები. “ვისაუბრეთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. “ჩვენ ჩამოვყალიბდით რამდენიმე მიმართულებაზე, რომელსაც ერთობლივად შევეცდებით გავუმკლავდეთ და დავძლიოთ”. მისი განმარტებით, ბულგარეთს აქვს მდიდარი სახელშეკრულებლო ურთიერთობები საქართველოსთან. „უამრავი იდეა, პროგრამა არის ჩართული ფორმალურ ურთიერთობებში და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ურთიერთობებში ჩვენი ჩართულობა იყოს მაღალ დონეზე. მაღალ ხარისხში ავიყვანოთ ეს ურთიერთობა და ერთობრივად დავძლიოთ ბევრი რამ. ამ პროცესში უნდა ჩავრთოთ არასამთავრობოები, რომლებიც იქნებიან ერთ-ერთი განმახორციელებელი მთავარი ავტორები და ინიციატორები ამ პროცესში“.
ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ოფიციალურმა სოფიამ პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.