თვითდასაქმებული მძღოლები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ


დღეს, დილით სამეგრელო ზემო-სვანეთის ადმინისტრაციულ შენობასთა,ნ რკინიგზის სადგურზე დასაქმებულმა საქალთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებმა,” საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კერძო ავტოსადგურების მშენებლობა გააპროტესტსეს.

აქციის მონაწილეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთნ ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა მივიდა. მისი თქმით, თვითდასაქმებული მძღოლები რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ. „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები არიან თვითდასაქმებულები, არავითარი სახელმწიფო მოხელე და მასთან  გათანაბრებული პირი ამ საცოდავ ხალხს არ ლობირებს, რომ ლობირენდნენ, ისინი დღეს არ გამართავდნენ აქციას. ჩვენ ვითხოვთ სამართლებრივად ამ ადამიანებს მიექცეს ყურადღება“[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

მოგვიანებით, რამდენიმე მძღოლი შეხვდა ქალაქის მერს. შეხვედრიდან გამოსულ მძღოლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მერიის პრესამსახურის განმარტებით, ქალაქის მერი საკითხს შეისწავლის.  „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  კომენტარი არ გაკეთდება ამ ეტაპზე“. გვითხრა მერის პრესასამსახურმა. მძღოლების დღევანდელი აქცია დასრულდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!