“ბრმადყოფილზე, და…” – გურამ დოჩანაშვილი ზუგდიდში


დღეს, ზუგდიდში,  გურამ დოჩანაშვილმა  მისი ახალი რომანი „ბრმადყოფილზე, და…“  წარადგინა. ეს გახლავთ წიგნის პირველი ნაწილი, სადაც გამოყენებულია  სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება.  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ცნობილ ქართველ კლასიკოსს  და მიეღოთ მისი ავტოგრაფი. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალი“ იყო.  გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანის პირველი ნაწილის ღირებულება 15 ლარია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!