მერიის შეუსრულებელი პირობა-აქციის მიზეზი


5 თებერვალს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, მიუსაფარ ძაღლთა დაცვის მიზნით,  გაიმართება აქცია “დაიცავი დაუცველი ცხოველი”. აქციის ორგანიზატორები აუწყებენ ფეისბუქით მოწვეულ სტუმრებს, რომ “არაერთი დაპირების მიუხედავად, მერიამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და არ შეცვალა მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების გზები! გიორგი მაღლაფერიძეს კვლავ გადაჰყავს ე.წ. თავშესაფარში ზუგდიდიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან აყვანილი ძაღლები და მათი ბედი გაურკვეველია! მიუსაფარ ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან! მოვითხოვოთ მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება, მათი უფლებების დარღვევის გარეშე!  ადგილობრივ ხელისუფლებას, მხოლოდ, საზოგადოების ერთად დგომა აიძულებს, პრობლემის ცივილიზებული, ჰუმანური გზით მოგვარებას!”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!