- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გასეირნების მსურველ მოქალაქეებს, ბაღის ორივე შესასვლელში, თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ.
თერმოსკრინინგის შესრულების მისია სალაროს მოლარეებს დაეკისრათ. ისინი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავენ მოქალაქეებს ბაღში შესვლის უფლებას, თუ მათი ტემპერატურა 37 გრადუსამდეა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა და წლის ბოლომდე, ნებისმიერ სტუმარს მისი დათვალიერება უფასოდ შეეძლება.