ბოტანიკურ ბაღში “ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” გაიხსნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტი “ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” გაიხსნა.

პროექტის მიზანია, ბიბლიოთეკის გამოტანა საჯარო სივრცეში, რათა მოსახლეობამ შეძლოს წიგნთან ცოცხალი კავშირის დამყარება.

პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, ყოველ შაბათს კი ფილმის ჩვენება გაიმართება.

ღია ბიბლიოთეკა ორენოვანი იქნება, რაც დაინტერესებულ მკითხველს მისცემს საშუალებას მათთვის სასურველი წიგნები წაიკითხონ ორიგინალში, გაეცნონ ინგლისურ ლიტერატურას. ბიბლიოთეკას ეყოლება მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან მკითხველებს წიგნების შერჩევაში. ორენოვანი ბიბლიოთეკის არსებობა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!