- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცენარეთა კოლექციის გამდიდრების მიზნით, სხვადასხვა ხე-მცენარეები შეემატა: მარადმწვანე ფიტოსპორიუმი, კაზაკური ღვია პირამიდალური კვიპაროსი, პირამიდალური კვიპაროსი, ოქროსფერფოთლება კვიპაროსი, მაგნოლია სტელატა, კანადური ცაცხვი, ძმრის ხე, ბამბუკი, დრაცენა.
“ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გელა მოსიას, ირაკლი ჩოკორაიას, მადლენა მამფორიას, ნოკოლი ღულათავას და ირაკლი მოსიას ბაღის გალამაზებაში შეტანილი წვლილისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.