ბოტანიკურ ბაღს ირმის რქის ნერგები შეემატა


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა კოლექციის გაზრდისა და დეკორატიული სივრცეების განვითარების პროცესი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, ბაღის გამორჩეულ ნაწილს – 1-ელი სექტორის მესამე თარგს – სხვადასხვა ფერის ყვავილოვანი ირმის რქის (Lagerstroemia indica) ნერგები შეემატა.

ირმის რქა, რომელსაც ხშირად „ინდურ იასამანსაც“ უწოდებენ, აზიური ფლორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წარმომადგენელია. ის ნელა იზრდება, გამოირჩევა ყინვაგამძლეობითა და განსაკუთრებული გამძლეობით. მცენარე ზაფხულში ყვავილობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + 4 =

Akismet ანტისპამი