ბორის ჯონსონი – მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ


  • ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი “არასათანადო” ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.